სოტბის აუქციონზე საფრანგეთის დედოფლის, მარია ანტუანეტას ძვირფასეულობა 42,7 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს.
აუქციონზე დედოფლის 10 ძვირფასი ნივთი იყო გამოტანილი.
ყველაზე ძვირად ანტუანეტას მარგალიტის ყელსაბამი გაიყიდა, რომელსაც ბრილიანტის შესაკრავი აქვს. ყელსაბამი 2 მილიონ 287 ათას დოლარად გაიყიდა.
444 ათას დოლარად გაიყიდა დედოფლის მოოქროვილი ბეჭედი, რომელიც მარია ანტუანეტას თმით არის გაფორმებული და მონარქის მონოგრამა აქვს.
დედოფლის ძვირფასეულობა 200 წლის განმავლობაში კერძო კოლექციონერებთან ინახებოდა და მათი ნახვა აქამდე შეუძლებელი იყო. მათი საერთო ღირებულება 53,1 მილიონი დოლარია.
უნგრეთის პრინცესა მარია ანტუანეტა საფრანგეთის დედოფალი მას შემდეგ გახდა, რაც საფრანგეთის მეფეზე ლუდოვიკო XVI დაქორწინდა. ის ექსტრავაგანტული ცხოვრებით გამოირჩეოდა.
დედოფალმა თავისი ძვირფასეულობა ფარულად გაიტანა ავსტრიაში. ის 1793 წელს 37 წლის ასაკში სიკვდილით დასაჯეს. მარია ანტუანეტამ სიცოცხლე გილიოტინაზე დაასრულა.