საქართველოში არჩევნები არ ტარდება, საქართველოში მიმდინარეობს ხელისუფლებისთვის ბრძოლა წესების გარეშე. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. მიჩნდება განცდა, რომ დღევანდელ საქართველოში მოსახლეობის ერთი ნახევარი მეორე ნახევარს თვლის ზედმეტად, ხოლო მეორე ნახევარი - პირველს. მათ შესაძლოა ერთადერთი რამ აერთიანებთ - ჩემი და კიდევ რამდენიმე ადამიანის ვერ ატანა. არც ერთი კანდიდატი არ იმსახურებს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას. ამავდროულად, აუცილებელია ამ რთულ ვითარებაში სტაბილურობის შენარჩუნება და ამ თვალსაზრისით, ხელისუფლების მოვალეობაა შექმნას ძალიან კონკრეტული პოლიტიკური გზა ამ ვითარებიდან გამოსასვლელად. არჩევნების შედეგი ვერ გადაწყვეტს პრობლემას. ხელისუფლების მოვალეობაა იყოს მზად არჩევნების მეორე და მესამე დღისთვის, რათა ქვეყანაში ნაბიჯები წინ გადაიდგას და არ ჩავიძიროთ სადმე არასასურველ პროცესებში.
tbl.ge/39py
დაკოპირდა
"შენების მოძრაობის" ლიდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, დავით უსუფაშვილი საარჩევნო გარემოს აფასებს. მისი თქმით, გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. უსუფაშვილის კომენტარს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ამავე თემაზე
- ელისაშვილი შავგულიძეზე: ჩვენ არ გვყავს ყმები, რომ ვუთხრათ, ჰაიტ, ამას მიეცით ხმა
- კახაძე: იმედია, მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით
- სტოლტენბერგი არჩევნებზე: ძალიან გვსურს, გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები
- პრეზიდენტი: II ტურის წინ ენმ-ის წინააღმდეგ კამპანიას არც ვეთანხმებოდი, არც ვეწინააღმდეგებოდი
- მალმსტრომი: პასუხი უნდა გაეცეს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს