ძალიან კარგია, რომ ბატონი გრიგოლი დაინტერესდა ამ პრობლემით, მაგრამ მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრის პოზიციაზე შემოიტანა ინიციატივები როგორც ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, ასევე, ჩვენი მოსახლეობისთვის სესხების გამო შექმნილი პრობლემის გამოსწორების გზებთან დაკავშირებით... დაველოდოთ და ყველაფერს გავიგებთ ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრისგან
ცქიტიშვილი: ბახტაძემ ჯერ კიდევ მინისტრობისას შემოიტანა ინიციატივები ჭარბვალიანობის დასაძლევად
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. პრემიერი მამუკა ბახტაძე საბანკო დავალიანებასა და ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას დღეს წარადგენს. ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრი "ჭარბვალიანობის დაძლევის გზაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გამოაცხადებს". იქამდე, ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, ბანკების ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები ჩამოაწერონ და ეს თანხა მთავრობამ გადაიხადოს. სწორედ ვაშაძის განცხადების შემდეგ გამართა ბრიფინგი კახა კალაძემ და თქვა, რომ მთავრობის "მასშტაბურმა და პრინციპულმა გადაწყვეტილებამ" ნაციონალური მოძრაობა შოკში ჩააგდო. ქართული ოცნების წევრების მტკიცებით, ენმ-მ წინასწარ გაარკვია, რომ მთავრობას "ასეთი რაღაც აქვს დაანონსებული" და პარალელურ რეჟიმში "იაფფასიანი სპექტაკლი დადგეს".
ამავე თემაზე
- ელისაშვილი შავგულიძეზე: ჩვენ არ გვყავს ყმები, რომ ვუთხრათ, ჰაიტ, ამას მიეცით ხმა
- კახაძე: იმედია, მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით
- სტოლტენბერგი არჩევნებზე: ძალიან გვსურს, გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები
- პრეზიდენტი: II ტურის წინ ენმ-ის წინააღმდეგ კამპანიას არც ვეთანხმებოდი, არც ვეწინააღმდეგებოდი
- მალმსტრომი: პასუხი უნდა გაეცეს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს