ჩვენ დიდი ხანია, მსგავსი ინიციატივა გვაქვს და ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკა არის გაჩერებული. წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ გამარჯვება საბოლოოდ მოპოვებული არ გვაქვს არჩევნებში და რამხელა ნაბიჯებზე უწევს „ქართულ ოცნებას“ წასვლა. ეს არის სწორედ პრინციპი და თუ გვინდა, რომ ეს, რაც დღეს იყო ნათქვამი მართლაც შესრულდეს, აუცილებელია, არჩევნებში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვოს. თუ ვაშაძე არ გაიმარჯვებს, როგორც აქამდე უფასო ფულით ატყუებდნენ ადამიანებს, როგორც აქამდე არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია, ისევ ისე მოიქცევიან. კარგად ესმით, რომ მათი დღეები ამოწურულია და ხალხს უნდა მოუსმინონ
tbl.ge/39su
დაკოპირდა
გაერთიანების ძალა ერთობაშია წევრი გიორგი ვაძაშე, მთავრობის ახალი ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ. ვაშაძის ამ განცხადებას პირველი არხი ავრცელებს.
ამავე თემაზე
- მაჭავარიანი: vali.ge-ზე ჯერ ბანკების, შემდეგ ონლაინ გამსესხებლების ბაზები აიტვირთება
- ვებგვერდი, რომელზეც ე.წ შავ სიაში მყოფი პირები დარეგისტრირდებიან, დღეს გაეშვება
- vali.ge - სესხების განულების საიტი ქართუ ფონდისგან
- ბახტაძე: საქართველოს ჰყავს ორი მტერი, რუსული ოკუპაცია და სიღარიბე
- ბახტაძე ჭარბვალიანობაზე: ამ მძიმე მემკვიდრეობას პრინციპული გადაწყვეტა სჭირდებოდა