ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაახლოებით სამი კვირაა, სამეგრელოში იმყოფება. ის სხადასხვა რაიონის მუნიციპალიტეტის მერებს, ასევე ბიზნესმენებს და ფერმერებს ხვდება, როგორც თავად თქვა, "იმ ყურადღების კომპენსირებისთვის, რომელიც რეგიონს აკლდა".
სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში გახარია პატრიარქის მოსაყდრესთან, ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტთან, მეუფე შიო მუჯირთან ერთად სენაკის ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიას ესტუმრა, სადაც დაესწრო კონფერენციას „გამოცდილების გაზიარება თანამედროვე სკოლის განვითარებისთვის".