კრიმინალი

ენმ-ის კოორდინატორის თქმით, მისი სახლის ეზოში სამი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს

flickr

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორის, ელმირა ბეციაშვილის მტკიცებით, მისი სახლის ეზოში სამი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს. ბეციაშვილის თქმით, სამი ბოთლი ეზოში უცნობმა პირებმა დაყარეს, რის შედეგადაც, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ის მომხდარს პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.

"სწორედ ამ უბანში წააგო ქართული ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა. ამით მე ვერ შემაშინებენ. ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან დაშინების მცდელობა" - ამბობს ინტერპრესნიუსის ცნობით, ბეციაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები