არჩევნები 2018

ეკონომიკის მინისტრი: ენას ძვალი არ აქვს, ასე შეიძლება ადამიანს ყველაფერი დააბრალო

ამასთან დაკავშირებით არ მინდა კომენტარის გაკეთება, ასეთი კომენტარები ძალიან ბევრი ჟღერს ახლა წინასაარჩევნო პერიოდში. ცოტა არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან განცხადების გაკეთება. თუ არსებობს საფუძველი პროკურატურამ უნდა დადოს დასკვნა. ასე შეიძლება ადამიანს ყველაფერი დააბრალო, ენას ძვალი არ აქვსო, როგორც იტყვიან და შეიძლება, ნებისმიერი რამე დაგვბრალდეს, მაგრამ აქ ობიექტურობაზე ლაპარაკი არ არის არა, აქ ლაპარაკია დაბრალებაზე და ეხლა სიტყვით შეიძლება, ნებისმიერი რამე ითქვას. თუ რეალურად, ამ ბრალდებას აქვს რამე საფუძველი, ამისთვის არსებობს პროკურატურა, რომელმაც შეიძლება გამოიძიოს და დაგვიდოს დასკვნა ამასთან დაკავშირებით

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ბანკ "ქართუს“ წარმომადგენლებმა ბიზნესმენებს 10 დეკემბრამდე 20 მლნ ლარი მოსთხოვეს. "კვირის აქცენტებში“ ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა მიმოწერა, რომელიც მისი თქმით, თამაზ ელიზბარაშვილის ცოლსა და „რუსთავი 2-ის ჟურნალისტს შორის შედგა. გვარამიას ინფორმაციით, სწორედ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ცოლი საუბრობს ბიზნესის დარეკეტებაზე.

კომენტარები