არჩევნები 2018

კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, მინიმუმ, 200 000 ხმით მოვიგოთ არჩევნები, ეს არის რეალისტური მიზანი

ჩვენ, მთლიანობაში, ვფიქრობთ, რომ ორივე გამოცხადებულ შედეგზე მაღალი იქნება შედეგი, რომელსაც მიიღებს ქართული ოცნება. ვფიქრობთ, რომ ჩვენ დიდი უპირატესობით მოვიგებთ ამ არჩევნებს. ჩვენი ამოცანაა, რომ მინიმუმ, სადღაც 200 ათასი ხმით მაინც მოვიგოთ ეს არჩევნები. ეს არის რეალისტური და ამისთვის ვმუშაობთ. ტენდენცია არის ძალიან პოზიტიური. 200 ათასი ხმა ნიშნავს დაახლოებით 56%-ს და ვფიქრობთ, რომ ეს არის რეალისტური მიზანი

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წინასაარჩევნო კვლევის შედეგებზე. რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 52% ხმას გრიგოლ ვაშაძეს აძლევს, ხოლო 48% - სალომე ზურაბიშვილს. იმედის დაკვეთით ჩატარებული კვლევა კი საპირისპირო შედეგებს პროგნოზირებს: 52% - სალომე ზურაბიშვილი, 48% - გრიგოლ ვაშაძე.

კომენტარები