არჩევნები 2018

კობახიძე: II ტურშიც შევძელით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა

ჩვენ პირველი ტურის ანალოგიურად, მეორე ტურშიც შევძელით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის მცდელობისა, განეხორციელებინათ სიტუაციის ესკალაცია და შეექმნათ აგრესიული ფონი არჩევნების მეორე ტურში, ისევე როგორც პირველ ტურში, ჩვენ შევძელით აგრესიის პრევენცია და არსებითად მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება.

ეს არის, უპირველეს ყოვლისა, მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა, ჩვენ ამ პასუხისმგებლობას 2012 წლიდან პირნათლად ვასრულებთ . თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, ქართული ოცნების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და ჩვენ ამ მიღწევას განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით, მეორე ტურისთვის საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზარდა. TI-ის შეფასებით, ამან შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე.

კომენტარები