არჩევნები 2018

აქტივობა 17:00 საათზე - I ტურთან შედარებით, არჩევნებზე 325 169-ით მეტი მოქალაქე მივიდა

facebook.com/CentralElectionCommissionOfGeorgia

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 47.3%-ია - ამ დროისთვის ხმა 1 662 453 ამომრჩეველმა მისცა. ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაშია - 58%, ხოლო ყველაზე დაბალი წალკაში - 37%

საპრეზიდენტო არჩევნების I ტურში იმავე დროს აქტივობა 38.16% იყო - 1 337 284 ამომრჩეველი. ეს ნიშნავს, რომ წინა ტურთან შედარებით, 17:00-ზე საკუთარი არჩევანი 325 169-ით მეტმა მოქალაქემ გააკეთა.

დღეს საქართველო მე-5 პრეზიდენტს ირჩევს. ეს ბოლო შემთხვევაა, როცა პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ხალხის მიერ აირჩევა. ახალი კონსტიტუციით, რომელიც მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მე-5 პრეზიდენტი ფიცს დადებს, პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. 

კომენტარები