არჩევნები 2018

სააკაშვილი: რადაც არ უნდა დამიჯდეს, ვაპირებ, დავბრუნდე საქართველოში

ამ ბრძოლის გაშლასთან, რა თქმა უნდა, ერთად მე ვაპირებ დავბრუნდე საქართველოში. რადაც არ უნდა დამიჯდეს. მე ჩემი სიცოცხლეც არაფრად არ მიღირს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვერავინ მოახერხოს ხელის აღმართვა ვერც ერთ ქართველზე, ვერავინ შეძლოს ძალისმიერი სცენარის განხორციელება. და ბოლო კვირებში რაც განხორციელდება, არის სუფთა ძალადობრივი სცენარი. ჩვენ ახლა ყველანი უნდა ვიყოთ ხელჩაკიდებულნი და ვიფიქროთ იმაზე, რომ უახლოეს კვირებში, უახლოეს დღეებში საქართველოს ბედი წყდება. მე მოგიწოდებთ ერთიანობისკენ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. 

თქვა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში. ის ტელეარხს Edison Research-ის ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ ჩაერთო. ეგზიტპოლის მიხედვით, 17:00 საათვისთვის, ზურაბიშვილმა ხმების 55% მიიღო, ვაშაძემ - 45%. სააკაშვილმა მხარდამჭერებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. 

კომენტარები