არჩევნები 2018

"იმედის" ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები - ზურაბიშვილი 57%, ვაშაძე - 43%

ტელეკომპანია "იმედმა" მათი დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. 20:00-ის მონაცემებით, ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 57%, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს - 43% აქვს.

Gallup International-ისთვის საველე საველე სამუშაოები კომპანია ACT-მ ჩაატარა. რესპონდენტები შემთხვევითი პრინციპით შეარჩიეს. კითხვებს 10 204-მა ამომრჩეველმა უპასუხა. ცდომილება 2%-ია.

კომენტარები