არჩევნები 2018

მარგველაშვილი: ამ სტანდარტით საქართველოში ასეთი არჩევნები მეტი აღარ უნდა ჩატარდეს

პრეზიდენტის არჩევა პრინციპული და მოქალაქეობრივი ვალის მოხდის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. მადლობა მინდა გამოვხატო სადამკვირვებლო მისიების მიმართ, რომლებმაც კომპეტენტურად და მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს თავიანთი საქმიანობა. ასევე მადლობა მინდა გადაგიხადოთ მედიას, არჩევნების ინტენსიურად და კვალიფიციურად გაშუქებისთვის.

გუშინდელ არჩევნებზე დაკვირვებით და აგრეთვე სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასების ანალიზის საფუძველზე, მინდა შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების ხარისხის მკვეთრი ვარდნის თაობაზე და ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ საქართველოში ასეთი არჩევნები მეტი აღარ უნდა ჩატარდეს, ამ სტანდარტით.

ვულოცავ საქართველოს არჩეულ მე-5-ე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილი, ვუსურვებ წარმატებას და აგრეთვე მინდა ვთქვა, რომ როგორც კი ქალბატონი სალომე დაასახელებს პასუხისმგებელ პირს, ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ თანამშრომლობა, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების თაობაზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობასა და დახმარებაზე.

თქვა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები