არჩევნები 2018

ევროპული საქართველოს ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

ევროპული საქართველოს ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. 

ევროპული საქართველოს წევრები პარტიის მომავალ სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ და არჩენებს აფასებენ. როგორც გუშინ და დღეს გაკეთებულ განცხადებებში პარტიის ლიდერებმა აღნიშნეს, მათ სამოქმედო სტრატეგიაში არავითარ შემთხვევაში არ იქნება ადგილი ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციისთვის და ისინი ჯარს და სამართალდამცავებს დამომორჩილებლობისკენ არ მოუწოდებენ. 

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Edison Research-ის ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოქალაქეებს რუსთავი 2-ის ეთერით მიმართა და მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. "მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, დადგეს ხალხის მხარეს, მე მოვუწოდებ შეიარაღებულ ჯარებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები, მე მოვუწოდებ საჯარო სამსახურის ჯანსაღ ნაწილს, გაემიჯნოს კრიმინალურ მაფიოზურ ბანდას, რომელიც დაეპატრონა საქართველოს." - თქვა სააკაშვილმა.

კვირას ოპოზიციურ გაერთიანებას ძალა ერთობაშია რუსთაველის გამზირზე აქცია აქვს დაგეგმილი. ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.

კომენტარები