მილანის "ინტერის" ფორვარდი მაურო იკარდი იტალიის სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. იტალიის საფეხბურთო ასოციაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, არგენტინელმა ყველაზე მეტი ხმა დააგროვა.
იტალიის ჩემპიონატის 2017/2018 წლების სეზონში, იკარდიმ 29 გოლი გაიტანა და ჩირო იმობილესთან ერთად ბომბარდირი გახდა. "ინტერმა" სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.
იტალიის საფეხბურთო ასოციაციამ გასული სეზონის სიმბოლური გუნდიც დაასახელა:
მეკარე: ალისონ ბეკერი;
მცველები: ჟოაუ კანსელუ, კალიდუ კულიბალი, ჯორჯო კიელინი, ალექს სანდრო;
ნახევარმცველები: მირალემ პიანიჩი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, რაჯა ნაინგოლანი;
თავდამსხმელები: პაულო დიბალა, მაურო იკარდი, ჩირო იმობილე.