არჩევნები 2018

ვაშაძე: ე.წ. ხელისუფლებას ეშინია და ყველაზე უფრო მეტად უფრთხის საქართველოს მოქალაქის ხმას

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციის ტოტალური შეცლა და ახალი წესით დაკომპლექტება, რომელშიც პარიტეტული საწყისები იქნება ჩართული, რა თქმა უნდა, ისინი, ვინც დღეს ხელისუფლებაში იმყოფებიან, პოლიტიკური პარტიები და აუცილებლად სამოქალაქო საზოგადოება. აუცილებლად გაუქმება საოლქო კომისიების, რომელიც არაფერი არ არის თუ არა გაყალბების კიდევ ერთი მექანიზმი და აუცილებლად გადასვლა პროპორციულ, ან პროპორციულ რეგიონალურ სისტემაზე. ბერკეტები ჩვენ გვაქვს, 800 000 ზე მეტი საქართველოს მოქალაქის ხმა და ამაზე დიდი ქმედითი ბერკეტი ბუნებაში არ არსებობს. ამ ხელისუფლებას უპირველეს ყოვლისა ეშინია და ყველაზე უფრო მეტად უფრთხის საქართველოს მოქალაქის ხმას

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე რუსთავში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე

კომენტარები