საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში სარეზერვო ფონდის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო და ჰუმანური იდეების დამკვიდრების, აქტიური საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისათვის ღირსების ორდენები გადასცა.
ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯის" დამფუძნებელი ნინო ქადაგიძე-ჟვანია, ბავშვთა ადრეული გავითარების ცენტრ "პორტიჯის" დამფუძნებელი ნინო ცინცაძე, ბავშვთა ჰოსპისის "ციცინათლების ქვეყანა" დამფუძნებელი ნინო კიკნაძე, საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი რუსუდან ასათიანი და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამარ (იზა) ბექაური.
პრეზიდენტმა მათ ფონდის დაფინანსებით განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა არ გააუქმონ პრეზიდნეტის სარეზერვო ფონდი.