უცნაური ქორწინება

300 წლის აჩრდილზე "დაქორწინებული" ქალი ამბობს, რომ მისი "ქორწინება" დასრულებულია

The Sun

ქალი, რომელიც ცოლად 300 წლის წინ გარდაცვლილი მეკობრის აჩრდილს გაჰყვა, ამბობს, რომ მათი "ქორწინება" დასრულებულია. 

46 წლის ამანდა სფაროუ-ლარჯი პირველად რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა, როცა შამანის საშუალებით, მეკობრეზე იქორწინა. 



მაშინ სფაროუ-ლარჯმა განაცხადა, რომ "ფიზიკური სამყაროს" მამაკაცებით დაიღალა და სიყვარული მე-18 საუკუნეში ჰაიტიში მცხოვრებ მეკობრეში იპოვა მანამ, სანამ როგორც თვითონ ამბობს, მათ ქორწინებას პრობლემები არ შეექმნა. 

სფაროუ-ლარჯი ხალხს აფრთხილებს, რომ ყურადღებით იყვნენ, სანამ სპირიტუალიზმში შეაბიჯებენ. 

"ახლა შემიძლია, ყველას გითხრათ, რომ ჩემი ქორწინება ოფიციალურად დასრულებულია. ყველაფერს დეტალურად მოგვიანებით აგიხსნით, მაგრამ ერთადერთი, რაც ახლა შემიძლია, გითხრათ, ისაა, რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, როდესაც სპირიტუალიზმში აბიჯებთ, ეს არ არის რაღაც, რასთან თამაშიც შეიძლება,"- ამბობს ქალი. 

ამანდამ €6 000 გადაიხადა იმისთვის, რომ დამატებით კიდევ ერთი გვარი აიღო. მან "კარიბის ზღვის მეკობრეების" პერსონაჟის, ჯეკ სფაროუს (ჯეკ ბეღურა), გვარი აიღო. 

მან ჯეკ ბეღურას მსგავსი სვირინგებით მოიხატა სხეული, თმაზე დრედები გაიკეთა და ოქროს კბილები ჩაისვა, რათა პერსონაჟის მსგავსი გარეგნობა მიეღო.



სანამ მისი კონტრავერსული "ქორწინება" დასრულდებოდა, ამანდა ინტერნეტში ვიდეომიმართვებს ავრცელებდა, სადაც ხალხს ასწავლიდა, როგორ უნდა ჰქონოდათ სექსი აჩრდილებთან. 

განქორწინებამდე ის ამტკიცებდა, რომ ის და თავისი 300 წლის გარდაცვლილი მეორე ნახევრის აჩრდილი პაემნებზეც დადიოდნენ და აქტიური სექსიც ჰქონდათ. 

"სპირიტუალურ სექსში მთავარია, იგრძნო ენერგია. ამას არაფერი აქვს საერთო მასტურბაციასთან. ასე რომ, ის ნებისმიერ პოზაში შეგიძლიათ, სცადოთ, თუმცა დასაწყისისთვის მისიონერული პოზა სჯობს, რადგან უფრო მარტივია, იგრძნო მათი სიმძიმე და აქედან დაიწყო,"- ამბობდა ქალი. 
 

"წყვილი" 2 წლის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს, სანამ "იქორწინებდნენ". 

კომენტარები