ფოტოგრაფები საავადმყოფოში მივიდნენ და იქ მყოფ ბავშვებს საახალწლო სურათები გადაუღეს.
პროექტი 2016 წელს დაიწყო, როდესაც მელბურნის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოხალისე ფოტოგრაფები მივიდნენ და ბავშვებს თოვლის ბაბუასთან ერთად სურათები გადაუღეს. მას შემდეგ პროექტი სწრაფად გავრცელდა დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში.
"ზოგისთვის ეს იყო უკანასკნელი საოჯახო სურათი, რადგან ბავშვი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ეს არის ძალიან ემოციური ჩვენი გუნდისთვის, რაც უფრო გვაახლოებს ოჯახებთან", - თქვა ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა.