წერილი სანტას

კანტერბერში სანტასთვის გაგზავნილი, 1898 წლით დათარიღებული წერილი იპოვეს

BBC

წერილი, რომელიც სკოლის მოსწავლემ სანტას მისწერა, 120 წლის შემდეგ აღმოაჩინეს.


ფოტო: BBC

5 წლის მარჯორი, ისთბორნიდან სანტას იხვებისა და ქათმების სათამაშოებს, საშობაო წინდას, ბაფთას და თავისი კატისთვის, კიტიკინსისთვის სათამაშო ბურთს სთხოვს.

წერილი, რომელიც 1898 წლის 2 დეკემბრით თარიღდება, საქველმოქმედო მაღაზიაში მიტანილ წიგნში აღმოაჩინეს.

მაღაზიის გამყიდველი, ლილი ბერჩალი, რომლის მამამაც იპოვა წერილი, BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მას მარჯორის ოჯახის მიკვლევა და მათთვის წერილის დაბრუნება სურს.

“წერილი ძალიან გულუბრყვილოა და ეს არის ის, რასაც ნამდვილი შობა უნდა ჰგავდეს - პატარა საჩუქრები, ჯადოსნურობის განცდა და რწმენა” - ამბობს ლილი.

მარჯორის შესახებ, გარდა მისი მისამართისა, არაფერია ცნობილი. ლილის თქმით მამამისი შეეცადა სახლის მოძებნას, თუმცა დღეს იქ სხვა სახლი დგას. ისინი ფიქრობენ, რომ მარჯორის სახლი ომის დროს დაიბომბა, მაგრამ იმედოვნებენ, რომ რაიმე კვალს მიაგნებენ.

კომენტარები