პაატა ბურჭულაძე

ვოლსკი: ბურჭულაძის პოზიცია არასდროს შეცვლილა, ყოველთვის იყო რუსული ნომენკლატურა

პაატა ბურჭულაძის პოზიცია არასდროს არ შეცვლილა. იგი რასაკვირველია იყო ყოველთვის რუსული ნომენკლატურა, თუმცა ვთქვათ კულტურის სფეროში, კიდევ სხვა სფეროში ამას დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს არის ნაწილი რუსული კულტურის. კულტურაში რასაკვირველია ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ შეუთავსებადია პოლიტიკურ ამბიციებთან, რომელიც მას აქვს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პაატა ბურჭულაძის სანკტ-პეტერბურგში გამართულ იმ კონცერტზე გამოსვლა შეაფასა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ესწრებოდა. კონცერტი 15 დეკემბერს სანკტ-პეტერბურგის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა და ის მაესტრო იური ტემირკანოვის იუბილეს ეძღვნებოდა.

კომენტარები