კრიმინალი

ბათუმში 9 სავაჭრო ობიექტზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს

რუსთავი 2

სამართალდამცველებმა ბათუმში 9 სავაჭრო ობიექტზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. 

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1997 წელს დაბადებულმა ბ.ბ-მ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, რამდენიმე სავაჭრო ობიექტს ცეცხლი განზრახ გაუჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხანძრის შედეგად დაიწვა 9 სავაჭრო ობიექტი, ზარალის საერთო ოდენობამ კი მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

"ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მან გამოკითხვისას, ასევე, აღიარა, რომ 30 აგვისტოს ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ხანძარი განზრახ გააჩინა" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები