საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ მისი პირველი აქტი გამოსცა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით შეწყალებულთაგან სამივე ქალია. მათ შორის, ერთი-ერთი ორსულადაა, მეორე მცირეწლოვანი ბავშვის, ხოლო მესამე სამი შვილის დედაა.
სამივე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.