მისი უწმინდესობის ლიდერობით საქართველომ სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის მოპოვებამდე შეძლო ავტოკეფალიის მოპოვება. შესაბამისად, ჩვენი ეკლესიის თავისუფლება წინ უძღოდა ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ამ ეპოქალურ საქმეში მისი უწმინდესობის როლი არის განუმეორებელი. პატრიარქის დამსახურებაა, რომ საქართველოს ეკლესიას პირველად აქვს თავისი ეპარქიები მთელ მსოფლიოში, რაც ჩვენს ემიგრაციას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სულიერი ტვირთის, რწმენის და სიყვარულის ტარებაში ეხმარება. ილია მეორის მოღვაწეობის შედეგად, საქართველოს ეკლესიამ პირველად დადო კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსთან. ის მრავალსაუკუნოვანი პრობლემა, რითაც გაიმიჯნა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის უფლებამოსილებები კონსტიტუციური შეთანხმებით, 2002 წელს დადასტურდა და ამ შეთანხმების ერთ-ერთი ავტორი, მთავარი ხელმომწერი არის მისი უწმინდესობა, საქართველოს ისტორიაში ყველაზე დღეგრძელი პატრიარქი - ილია მეორე. მისი უწმინდესობის შრომის შედეგად, მერვე მოწვევის პარლამენტში, აკადემიური და პროფესიული განათლების კვალდაკვალ, ჩვენ ვაღიარეთ სასულიერო განათლება, როგორც განათლების სახეობა
tbl.ge/3e4p
დაკოპირდა
თქვა ქართული ოცნების წევრმა, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა პატრიარქთან შეხვედრისას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ილია მეორემ დღეს მიიღო. მათ პატრიარქს იუბილე მიულოცეს.
ამავე თემაზე
- ილია II როინ მეტრეველსა და აკადემიკოსებს მეცნიერების დღეს ულოცავს
- ალასანია ილია II-ზე: ცოტა გაუგებარი იყო ის, რომ სააკაშვილმა ახალი რეალობა უნდა შეიგრძნოსო
- ვაშაძე: კათოლიკოს-პატრიარქს ვუსურვებ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს!
- კალაძე: ქართველ ერს ჰყავს სულიერი წინამძღოლი, რომელიც სულგრძელობის მაგალითს გვაძლევს
- პაპი ფრანცისკე კათოლიკოს-პატრიარქს 90 წლის იუბილეს ულოცავს