სასტუმრო ნიუ-ჰენფშირში, რომელიც 1900-1902 წლებში აშენდა, ძალიან ჰგავს ევროპულ სასახლეს.
შენობაში 200 ოთახია, რომლის ფასებიც ერთი დღით საშუალოდ 300 დოლარიდან 700 დოლარამდე მერყეობს.
"ახალი საყვარელი ადგილი პრეზიდენტებისთვის, პოეტებისა და ცნობილი ადამიანებისთვის", - ასე წერია სასტუმროს აღწერაში ვებგვერდზე.
სასტუმრო 116 წლის წინ იოზეფ სტიკნიმ ააშენა, რომელსაც ცოლი 1936 წელს გარდაეცვალა. ადგილობრივ ხალხსა და მედიაში გავრცელებულია ამბავი, რომ იოზეფ სტიკნის ცოლის "სული" ხშირად სტუმრობს სასტუმროს მიდამოებს.