შსს

გორში 9 თვის ბავშვი გარდაიცვალა

metro.us

​გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბერბუკში 9 თვის გოგო გარდაიცვალა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

უწყებაში ამბობენ, რომ უკვე ჩატარდა ექსპერტიზა, თუმცა პირველადი მონაცემები ჯერ არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის დედა საავადმყოფოშია და ჩვილს ბებია უვლიდა.

კომენტარები