აშშ-ის მთავრობის დახურვა

აშშ-ის მთავრობის დახურვა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გახდა

EPA

აშშ-ის მთავრობა უკვე 22 დღეა დახურულია, რამაც ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს 1995-96 წლებში მთავრობის 21-დღიან დახურვას გადააჭარბა.

უხელფასოდ მუშაობს ან უხელფასო შვებულებაშია სახელმწიფო უწყებების 800,000-მდე თანამშრომელი.

მიზეზი ისაა, რომ ტრამპი და დემოკრატიული პარტია, რომელიც ახალი მოწვევის წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებს ბიუჯეტში სასაზღვრო კედლის დაფინანსების საკითხზე ვერ თანხმდებიან. ტრამპი კედლის მშენებლობისათვის 5.7 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბიუჯეტის ხელმოწერაზე უარს ამბობს.

პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიის ლიდერებს შეხვდა, თუმცა შეხვედრა მას შემდეგ დატოვა, რაც მათ კედლის მშენებლობის მხარდაჭერაზე კვლავ უარი თქვეს.

ტრამპის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით და ამგვარად სასაზღვრო კედლის კონგრესის გვერდის ავლით აშენებით დაიმუქრა, თუმცა ამ დრომდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისაგან თავს იკავებს.

კომენტარები