ჯვრის მონასტერი

ჯვრის მონასტერი გაიხსნა

მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა. მცხეთის მერის გიორგი კაპანაძის თქმით, მან ეს დაპირება გუშინ, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ტელეფონით საუბრის დროს მიიღო.

ორი დღის განმავლობაში, ჯვრის მონასტერი ტურისტებისთვის ჩაკეტილი იყო. მონასტერში მომლოცველებს და დამთვალიერებლებს არ უშვებდნენ. გადაწყვეტილება მონასტრის წინამძღოლმა კონსტანტინე ჯინჭარაულმა ერთპიროვნულად მიიღო. მიზეზად გარევაჭრობა დასახელდა. მონასტრის წინამძღოლის გადაწყვეტილებით, კარი არ გაიღებოდა, სანამ გარემოვაჭრეები ტერიტორიას არ დატოვებდნენ. მოვაჭრეების მტკიცებით, სასულიერო პირს ვაჭრობა აქ თავად სურს.

ჯვრის მონასტრის დაკეტვას გუშინ გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქო. მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებით, "გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას, უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი".

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს ხელისუფლებას და პირველ რიგში, კულტურის სამინისტროს, "ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე ცივილური სახე მიეცეს გარემოვაჭრეთა საქმიანობას".

კომენტარები