აფეთქება დიდ დიღომში

დიდ დიღომში კორპუსის აფეთქებისას დაშავებულები კლინიკებში გადაჰყავთ

შსს

დიდ დიღომში კორპუსის აფეთქებისას დაშავებულები კლინიკებში გადაჰყავთ. მათ სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აქვთ.

ამ დროისთვის უცნობია დაშავებულთა რაოდენობა. ასევე, ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია ორი გარდაცვლილის შესახებ.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში აფეთქება ერთი საათის წინ მოხდა. დაზიანდა რამდენიმე სართული, ჩანგრეულია ლიფტი, ადგილზე მაშველები მუშაობენ.

კორსპუსის მცხოვრებლების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ მეზობლების თქმით, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.

კომენტარები