კომპანია Facebook უარყოფს, რომ მათ პლატფორმაზე შექმნილი #10YearChallenge, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლები ახლანდელ და 10 წლის წინანდელ ფოტოებს დებენ, თავად შეუქმნეს.
ინტერნეტში გავრცელდა მოსაზრებები, რომ ამ გზით კომპანიას მომხმარებლებზე ინფორმაციის შეგროვება, ან ხელოვნური ინტელექტისათვის სახის ამოცნობის ფუნქციის განვითარება სურს.
Facebook-ში ბრალდებებს უარყოფენ:
"გამოწვევა მომხმარებლების მიერაა შექმნილი, ჩვენი ჩარევის გარეშე. ეს საბუთია, რომ ხალხი Facebook-ზე ერთობა. სულ ესაა." ამბობენ კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში Facebook არაერთ სკანდალში გაეხვა მომხმარებლების პირადი ინფორმაციის სხვადასხვა მიზნით გაცემის გამო.