თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელი მგზავრების ბარგიდან ნივთების მოპარვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებული "ტავ ჯორჯიას" თანამშრომელია, ის მტვირთავი-მუშის ადგილზე მუშაობდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.