სამხრეთ აფრიკაში ახალდაქორწინებული წყვილის საქორწინო ფოტოსესია უჩვეულოდ განვითარდა.
ლუკ და ტრისტან კარსაგენები ვესტ ლონდონში მდებარე სასტუმროში საქორწინო ფოტოებს იღებდნენ, როდესაც, მოულოდნელად მეგობრული ჟირაფი, სახელად ებბი გამოჩნდა.
"მან მოულოდნელად გამოყო თავი ხეებიდან. მიუახლოვდა წყვილს და პატარძლის ყვავილი დაყნოსა. ის ძალიან მეგობრული, მშვიდი და ცნობისმოყვარე იყო", - ამბობს ფოტოგრაფი სტეფანი ნორმანი.
ფოტოები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.
"თავდაპირველად ყველანი შოკში ჩავვარდით ჟირაფის მოულოდნელი გამოჩენით, თუმცა მალევე მივხვდით, რომ ებბის მხოლოდ აინტერესებდა თუ რა ხდებოდა და მალევე დაგვიმეგობრდა და უხაროდა კიდეც, რომ ამ ყველაფრის ნაწილი გახდა",- ამბობს სტეფანი.