ქართული ოცნება

ბესელია: მინდა დავიტოვო იმის იმედი, რომ საერთო ხედვაზე და პოზიციაზე შევჯერდებით

პირველ რიგში ამ სხდომისთვის ჩამოვედი ამ დილით და მაქვს ძალიან საქმიანი განწყობა. მაქვს ესეთი მოლოდინი, რომ დღევანდელი შეხვედრა და მსჯელობა, რომელიც პირველია ამ ფორმატში, გაიმართოს საგნობრივი, შინაარსობრივი და არგუმენტებით მსჯელობა ძალიან მნიშვნელოვან და სახელმწიფოებრივ საკითხზე, როგორიც არის უზენაესი მოსამართლეების არჩევა და სასამართლო რეფორმის საკითხი. მე ვარ მზად იმისთვის რომ ჩემი პოზიციები, რომელიც არის პრინციპული გავუზიარო ჩემს კოლეგებს და ვუთხრა არგუმენტები, თუ რატომ მაქვს ეს პოზიცია და რატომ მიმაჩნია, რომ არ შეიძლება იმ სიის მხარდაჭერა, რაც იყო წარმოდგენილი და რატომ არ შეიძლება ნაჩქარევად ამ საკითხის განხილვა და რა უნდა გაკეთდეს მომავალში. მაქვს ძალიან მყარი არგუმენტები. მე იმედი მაქვს რომ სწორედ ასეთი შეხვედრა იქნება დღეს. არგუმენტებით საუბარი და მინდა დავიტოვო იმის იმედიც, რომ შევჯერდებით საერთო ხედვაზე და პოზიციაზე. 

უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია. ქართული ოცნების ოფისში უმრავლეობის სხდომა გაიმართება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიხ დაესწრება.

კომენტარები