ქართული ოცნება

ბესელია: კითხვები გარიცხვაზე არ დასმულა, გთხოვთ ასე ნუ დაამცრობთ ამ მნიშვნელოვან პროცესს

მე იმედი მაქვს, რომ ასევე კონსტრუქციულად, როგორც დღეს იყო, პარტიის თავმჯდომარეს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია და  როლი რომ ის კარგად უძღვებოდა ამ, არცთუ ისე იოლ სხდომას, კარგ მედიაციას ახდენდა ამ პროცესის და მქონდა შესაძლებლობა მეთქვა ყველაფერი რაც მინდოდა შიგნით.

კითხვები გარიცხვაზე, წასვლაზე, მოსვლაზე, საერთოდ არ დასმულა ეს საკითხები და გთხოვთ ასე ნუ დაამცრობთ და დააპატარავებთ ამ მნიშვნელოვან პროცესს, იმიტომ რომ აქამდე არ დადის ყველაფერი და ეს არ არის საუბრის ის ფორმა, რომლითაც ერთმანეთს უნდა ვაკადროთ. არის საკითხები, რასაც ერთნაირად ვუყურებთ, კონცეპტუალურ საკითხებში, არის საკითხები, რომლებზეც შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრება და ესეც ნორმალურია. 

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობასთან შეხვედრის შესახებ.

კომენტარები