მოდა

უკრაინული ბრენდის მიერ შექმნილი ასიმეტრიული ჯინსები, შესაძლოა, ახალი ტრენდი გახდეს

Ksenia Schnaider

შეიძლება, გგონიათ, რომ არასდროს გსმენიათ უკრაინული ბრენდის ქსენია შნეიდერის შესახებ, მაგრამ მათი დიზაინით შექმნილი, მინიმუმ, ერთი ჯინსი მაინც გექნებათ ნანახი. 2016 წელს ბრენდი პოპულარული იმით გახდა, რომ ცნობილმა მოდელმა, ბელა ჰადიდმა, მათი ხაზიდან demi-denims ერთერთი ჯინს მოირგო. მოგვიანებით, ბრენდს პოპულარობა ბეწვიანი ჯინსის ქურთუკების ხაზმა მოუტანა. წელს კი, ბრენდი მოდის ინდუსტრიაში ახალი განაცხადის გაკეთებას გვპირდება - ასიმეტრიული ჯინსების. 

საიდუმლო არ არის, რომ კიევში მოღვაძე დიზაინერს, ქსენია შნაიდერს, ჯინსთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. მან i-D-ისთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს საბჭოთა კავშირის გავლენის გამო ხდება, სადაც ჯინსი აკრძალული და რთულად საშოვნი იყო და ერთგვარ თავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენდა. შნაიდერი იხსენებს, რომ მათ ოჯახში ერთადერთი ჯინსის შარვალი მოიძებნებოდა, რომელსაც მისი მშობლები იყოფდნენ. 



როდესაც ქსენიასა და მის ქმარს, ანტონ შნეიდერს, რომელიც ამავდროულად მისი ბიზნესპარტნიორია, უსვამენ კითხვას, თუ რატომ შექმნეს ესა თუ ის დიზაინი, ისინი ხშირად პასუხობენ მარტივი ფრაზით "უმიზეზოდ". 

მედიის კითხვაზე, რატომ გადაწყვიტეს ბენდის ჩამოყალიბება, მათი პასუხი ასეთივე მარტივი იყო - "უმიზეზოდ". 

"ეს იგივეა, რომ მკითხო, რატომ დაიბადეო. უბრალოდ, ასე მოხდა. ლოგიკური გაგრძელება იყო. ჩვენ ყოველთვის ვქმნიდით ტანსაცმელს,"- პასუხობს ანტონ შნეიდერი. 

თუმცა, ასიმეტრიული ჯინსების იდეა ქსენიას მოუვიდა. მას სჯერა, რომ ეს ჯინსები ტრენდული გახდება, თუმცა ანტონი მას ამ ნაწილში არ ეხმარება. 

"ჩემი იდეა იყო, რომ ჩვენი ყველაზე გაყიდვადი სერიებიდან ჯინსები გაგვეერთიანებინა, თუმცა ანტონი მეუბნება, რომ ეს სიგიჟეა და არავის სჭირდება ასეთი ჯინსი. ამიტომაც, მე ეს იდეა რამდენიმე სეზონზე დავიწყებული მქონდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ გავაცნობიერე, რომ მინიმუმ, ერთ ადამიანს მაინც ვიცნობ, ვისაც ეს ჯინსები სჭირდება - საკუთარ თავს" - განმარტავს ქსენია. 

როდესაც ქსენიამ პირველად გამოაქვეყნა ასიმეტრიული ჯინსის შარვლების ფოტო Instagram-ზე, ამას ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოყვა. ქსენიას თქმით, არავინ იყო ინდიფერენტული ამ ჯინსების მიმართ. 

"სიახლე იმათგან გავრცელდა, ვინც "შეაწუხა" ამ ჯინსებმა, თუმცა ნელნელა ის უფრო ცნობილი გახდა და ისეთი ადამიანების ყურადღებაც მიიპყრო, ვისაც მოდა კარგად ესმის და დაინტერესდნენ ამ ჯინსებით. მათ მოუნდათ, ჩაეცვათ ეს შარვალი და გაეზიარებინათ სოციალურ მედიაში,"- ამბობს ქსენია. 

დიზაინი 2019 წლის წინასაშემოდგომო კოლექციის ნაწილია. 

კომენტარები