NDI-ის კვლევა

NDI: 36% თვლის რომ მოსახლეობა საერთოდ არანაირ ზეგავლენას არ ახდენს მთავრობაზე

საქართველოს მთავრობა

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 36 % მიიჩნევს რომ მოსახლეობა საერთოდ არანაირ ზეგავლენას არ ახდენს მთავრობის საქმიანობაზე. 

14 % პირიქით ფიქრობს, 30% მიიჩნევს რომ მცირე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ხოლო 19 პროცენტმა კითხვაზე პასუხი არ იცის. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია. 

კომენტარები