საპატრულო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ყავს. შსს-ის ცნობით, ეს პოსტი მიხეილ დილიმაშვილმა დაიკავა.
დილიმაშვილი ამ დრომდე აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
საპატრულო პოლიციას 2017 წლიდან თეიმურაზ კუპატაძე ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა გუშინ დატოვა და შსს-ის სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა.