უმრავლესობის სხდომა

ბესელია: უმრავლესობის შეხვედრაზე 4 საკითხით მოვედი, რომელიც უნდა განვიხილოთ

ტვ. პირველი

მე მოვედი ოთხი ძირითადი საკითხით, რაც მინდა, რომ განვიხილო ამ ფორმატში და გადაწყვეტილებებიც უნდა შევაჯეროთ - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე თქვა. 

"პირველი ეს არის - სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ კრიტერიუმებსა და პროცედურებზე პარლამენტში კანონმდებლებმა ვიმსჯელოთ და ამ პროექტის დაწერა არ მოხდეს იმ მოსამართლეების მონაწილეობით, რომელთაც ინტერესთა კონფლიქტი აქვთ და რომელთაც თავად სურთ გახდნენ მოსამართლეები.

მეორე - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა შეჩერდეს და ეს ცვლილება უკვე მომზადებული მაქვს, როგორც წინა სხდომაზე შევთანხმდით.

მესამე - თავად კრიტერიუმები და პროცედურა, რომელიც კანონში უნდა მივიღოთ, რათა რისკები დავაზღვიოთ და მოსამართლეთა შერჩევის ჯანსაღი პროცესი გაიმართოს.

მეოთხე - ასევე უნდა ვიმსჯელოთ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის საკითხთან დაკავშირებითაც. ესეც შემადგენელი საკითხია იმ მთელი პროცესის და ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმ ღირებულებების დამცველი იყოს ამ კომიტეტის ახალი თავმჯდომარე, რომელსაც ჩვენ პრინციპულად ვიცავთ.",- აღნიშნა მან.  

კითხვაზე, ისაუბრებს თუ არა ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე, ბესელიამ თქვა, რომ მისთვის "ეს საკითხი მთავარი დღის წესრიგი არ არის". 

საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარეობს.

კომენტარები