პირადი ცხოვრების კადრები

ინაშვილი: ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, ყველა დაისჯებით

დიდი ხანია, დავკარგე თქვენი იმედი. მე იმის იმედი მაქვს, ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, ყველა დაისჯებით, წინა რეჟიმის წარმომადგენლებიც და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებიც ხელს აფარებთ წინა დამნაშავეებს.

არ ვიცით ჩვენ, ხვალ ვინ იქნება ამ ბოროტების მსხვერპლი კიდევ და ვინ დაიწყებს ისევ ირონიულ ღიმილს შიგადაშიგ ტელეეთერებში, რომ "ეს რა მოხდა და ეს რა ტრგედიაა, რაც გავრცელდა". ყველასთან დაიჩოქებს ეს აქლემი, ამიტომ მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო. ჩვენი მხრიდან, კანონის გამკაცრებაზე იქნება მაქსიმალური მოთხოვნა, და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ გამავრცელებელი, ეს ჯგუფი, მთელი ეს ინდუსტრია... წინა რეჟიმით დავიწყოთ, ამ ბოკერიებით, კახიძეებით და დანარჩენებით, რომლებიც ცინიკურად ამ დარბაზში კიდევ ერთხელ ცდილობენ, თვალი აუხვიონ საზოგადოებას და ილაპარაკონ იმაზე, რომ თურმე თეთრი ხელთათმანებით იღებდნენ იმ კადრებს

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ირმა ინაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე.

კომენტარები