როდესაც პოლიტიკური არგუმენტები აღარ გაქვს, იმისათვის რომ ერთიანობა შეინარჩუნო, იწყებ გუნდის გადაყვანას მრევლის მდგომარეობაში. ანუ ცდილობ პარტია აქციო რელიგიურ სექტად, ბრმა რწმენაზე ააგო მმართველობითი ვერტიკალი. ეს რომ მოახერხო, გარდა იმისა, რომ სიკეთეებს ისინი შენი ხელიდან უნდა იღებდნენ პრინციპით - ითხოვე და მოგეცემა, საჭიროა სასწაულები რწმენის გასაძლიერებლად. ანუ, მაგალითად, სავლე უნდა აქციო პავლედ (კოლექტიური მურუსიძე), წყალი აქციო ღვინოდ (ტურისტების ხარისხის ზრდა), მკვდარი გააცოცხლო (მიშა) და ასე შემდეგ. ვინც ეჭვს შეიტანს, ანათემას გადასცე, განკვეთო ან კოცონზე დაწვა. ამ პროცესში ვართ
ქართული ოცნება
ხუხაშვილი: როცა პოლიტიკური არგუმენტები აღარ გაქვს, იწყებ პარტიის რელიგიურ სექტად გადაქცევას
tbl.ge/3gr5
დაკოპირდა
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
ამავე თემაზე
- კობახიძე: საჭიროა ახალი განათლების სისტემა - ამასაც გამჭვირვალობის მსგავსი რეაქცია მოყვება
- პრემიერი: შეუძლებელია, ტრადიციების პატივისცემა და ფსევდოლიბერალიზმი დააბალანსო
- კობახიძე: ორი ძალაა პოლიტიკაში, ჩვენ და კოლექტიური ნაცმოძრაობა
- იოსელიანი ქურასბედიანზე: მიუღებელია ე.წ. დაბულინგება, მითუმეტეს, ქალი პოლიტიკოსების
- TI: 65-მილიონიანი ტენდერის მოგების შემდეგ, ყოფილმა დეპუტატმა ოცნებას 40 000 ლარი შესწირა