საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში რუმინეთი, ქალაქ კლუჟში, ანგარიშით 18:9 დაამარცხა.
„ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს 2 ლელო დაუდეს, ასევე შეასრულეს ერთი გარდასახვა და ერთიც - ჯარიმა.
საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას თბილისში, ავჭალის სტადიონზე გამართავს - ბორჯღალოსნები ესპანეთს მიიღებენ.