როტერდამის ATP 500-ის ტურნირის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩთან 6:7, 1:6 დამარცხდა.
საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა მატჩი მსოფლიოს 38-ე ჩოგანთან წააგო. მან მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია.
შეგახსენებთ, საქართველოს პირველმა ჩოგანმა 1/16 ფინალში სამხრეთკორეელ ჰეიონ ჩანგს 4:6, 7:6, 6:2 მოუგო.
ფუჩოვიჩი მეოთხედფინალში იაპონელ კეი ნიშიკორის შეხვდება.
როტერდამის ტურნირის საპრიზო თანხა 1 961 161 დოლარია.