პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევით. პრეზიდენტს ვერც ერთი და ვერც მეორე მიმართულებით ვერ მოვუწოდებ. მან თავად უნდა გადაწყვიტოს, რამდენად მიზანშეწონილია ამ ნაბიჯია გადადგმა. სამწუხაროა, რომ მამა გიორგის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მე ერთხელ მისივე მოთხოვნის საფუძველზე მამა გიორგის შევხვდი, მისი არგუმენტები მოვისმინე. თუ საჭირო იქნება, მამა გიორგი მამალაძეს მოვინახულებ საავადმყოფოშიც. ამ საქმეზე საუბარი ძალიან რთულია, მით უფრო, როდესაც ეს ისეთ მნიშვნელოვან თემას ეხება, როგორიც საპატრიარქოა.
დეკანოზ მამალაძის საქმე
კილაძე: პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად მიზანშეწონილია დეკანოზ მამალაძის შეწყალება
tbl.ge/3hk4
დაკოპირდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე. შეგახსენებთ, რომ N9 პენიტენციური დაწესებულებიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში 15 თებერვალს თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევის დიაგნოზით გადაიყვანეს.
ამავე თემაზე
- საპატრიარქო: კვლავ ვემხრობით გიორგი მამალაძის შეწყალებას, ასევე სხვა შეღავათების მიცემას
- გადაუვადებენ თუ არა სასჯელს დეკანოზ მამალაძეს - საქალაქო განხილვას ხვალ, 27 თებერვალს დაიწყებს
- მეუფე იოანე ჟურნალისტებს: პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით თქვენ რატომ არ მიმართავთ?
- მეუფე ნიკოლოზი დეკანოზ მამალაძეზე: არავის სჭირდება ავადმყოფობის გამო ციხეში გარდაიცვალოს
- "საპატრიარქოს უგულობას მალე წერტილი დაესმება" - მამა ანდრია სარია დეკანოზ მამალაძეს აზიარებს