ამინდის პროგნოზი

ხვალიდან ქარი ჩადგება - როგორი ამინდი იქნება 22 თებერვლამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 თებერვალს დღის ბოლომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება.

თბილისში დღის ბოლომდე იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 20-25მ/წმ, ხოლო ქალაქის გარეუბნებში 28 მ/წმ იქნება. სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურას დღის საათებში +8, +10 გრადუსს ვარაუდობენ.

20 თებერვალს ღამისა და დილის საათებში შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი და ნისლი.

20-21 თებერვალს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექს ვარაუდობენ, ქარი ჩადგება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 20 თებერვალს ცივი ამინდი შენარჩუნდება, ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი იქნება და აღმოსავლეთ რაიონებში შესაძლოა ითოვოს.

21 თებერვალს კი +8, +13 გრადუსამდე დათბება.

კომენტარები