პატრიოტთა ალიანსი

პარლამენტი კენჭს უყრის ენმ-ის მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმად შეფასების რეზოლუციას

ტაბულა

დღეს პარლამენტი კენჭს უყრის "პატრიოტთა ალიანსის" რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც, "საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად უნდა გამოცხადდეს". 

"ეს არის რეზოლუცია, რომელსაც საქართველოს 400 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი. ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება დღეს პარლამენტში. მე მინდა, მოვუწოდო უმრავლესობას, იყოს დარბაზში კენჭისყრის მომენტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობის ყველა დეპუტატი იყოს წარმოდგენილი დარბაზში და დააფიქსიროს პოზიცია. ეს იქნება ერთგვარი ლუსტრაცია ქართული ოცნების უმრავლესობისთვის, ვინ რომელ მხარეს დგას - ვინ დგას ქართველი ხალხის მხარეს და ვინ - სააკაშვილ-ბოკერიების გადარჩენის მცდელობის მხარეს. მე ველოდები, რომ მხარდაჭერა იქნებ, თუ არ იქნება, გამოვა, რომ ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გადაარჩინა სააკაშვილ-ბოკერიას პოლიტიკური ჯგუფები", - თქვა ირმა ინაშვილმა. 

ვრცლად პატრიოტთა ალიანსის რეზოლუციის შესახებ წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები