"მანჩესტერ სიტი" და სპორტული ბრენდი PUMA თანამშრომლობას მომდევნო სეზონიდან დაიწყებენ. ამ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
მანჩესტერელები PUMA-სთან 10-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ. კლუბი სპონსორისგან წელიწადში 65 მილიონ გირვანქა სტერლინგს აიღებს.
ამჟამად, "მანჩესტერ სიტის" სპონსორი Nike-ა, რომელთან კონტრაქტიც მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება. ინგლისელები Nike-სგან წელიწადში 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს იღებენ.