სააკაშვილთან შეხვედრა რომში

სააკაშვილი: ივანიშვილი არც ისეთი გიჟია, არ იცოდეს, რომ ხეების ამოთხრით ხალხს ამცირებს

თქვენ ნახეთ ეს მოცურავე ხეები. გუშინ კიდევ გადათხარეს ერთი ნაწილი საქართველოსი. არ არის ივანიშვილი ისეთი სულელი, რომ არ იცოდეს, რომ ამითი ამცირებს ჩვეულებრივ ადამიანებს. არც ისეთი გიჟი არ არის. არ შეიძლება მან არ იცოდეს, რომ ხეების ამოთხრით, თავის ეზოში გადარგვით, გზების გადაჯეჯგვით ათასგვარი სხვა მანიპულაციებით ის ამცირებს ხალხს და ეუბნება, რომ თქვენ არა ხართ არავინ. მაგრამ ის ამას აკეთებს შეგნებულად. ის გეუბნებათ, რომ თქვენ არ ხართ არავინ. თქვენ ხართ მხოლოდ ერთადერთი რამე. თქვენ შეიძლება იყოთ ჩვენი მონები. ეს არის ცალკე ფსიქოლოგია და ცალკე მართვის ტექნოლოგია, რომ ხალხი არის იმისთვის, რომ იყვნენ მონები

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იტალიაში, ქალაქ რომში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრის დროს თქვა.

კომენტარები