მიტოვებულები კი არა, სახტად დარჩენილები ვართ. რაც ხდება ქვეყანაში დღემდე, ყველაფერი ჩემში გაკვირვებას იწვევდა, რამეთუ ჩვენ მოვედით 2012 წელს... არ დავიწყებ იმ დაპირებებზე ლაპარაკს, რასაც ამომრჩევლებს ვპირდებოდით და ა.შ. მაგრამ მოხდა ის, რომ... როცა ლაპარაკი არის არგახსენებაზე. ჩემთვის კარი არასოდეს ყოფილა დაკეტილი, მაგრამ ავხსნი ახლა, რატომ ხდებოდა ასეთი რაღაც. ჩვენი თანამებრძოლები, ვინც ჩვენთან ერთად ტრიალებდა, უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. ავიღოთ მაგალითად, ახლა ჩემი ბიურო, შტაბი გლდანში. როცა მორჩა არჩევნები, თვითონ ამ შტაბის წევრები მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს, ჩვენ, სოსო, იმხელა შეურაცხყოფას ვერ მოგაყენებთ თქვენ, რომ გთხოვოთ, რომ რაღაც ადგილებზე გაგვიშვან და დაგვნიშნონ. ჩვენ თვითონ მივიღებთ მონაწილეობას და მიიღო კიდეც 10-12-მა კაცმა გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობა. და როცა 100 ქულიდან შენ 98-99 ქულას იღებ და იქ ინიშნება 90-ქულიანი, ეს ძალაუნებურად ძალას მაცლის. ანუ ავტორიტეტს გიკარგავენ. ესეც ცუდი ნათქვამია, რომ ავტორიტეტს გიკარგავენ... ძალიან ცუდია, როცა ადამიანები თავიანთი ცდონით, შრომით, გამოცდილებით ყველაფერს აკეთებენ თავიანთი თავდადებით, რაც მათ გააკეთეს. ახლა არის ეს, უბრალოდ, სასაცილო ადამიანებისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ 2012 წლამდე რა სიტუაცია იყო საქართველოში და აი, ამ ადამიანებს, როცა გაანაწყენებ, მიიღებ იმ სურათს, რაც მივიღეთ და ამიტომ ვთქვი მე თავში, რომ სახტად დარჩენილები ვართ
tbl.ge/3iyy
დაკოპირდა
მე-8 მოწვევის პარლამენტის ქართული ოცნების დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი პრესკლუბში "მთავარი". ჯაჭვლიანი პასუხობს ჟურნალისტის კითხვას - "რატომ აღმოჩნდით ბრძოლის ველზე მიტოვებული?"
ამავე თემაზე
- ეს ყველაფერი წაიღეთ სამართალდამცველ სტრუქტურებში - კობახიძე ძალადობის ამსახველ ვიდეოზე
- ზრდილობის ხსენებაზე მიშველაძემ კობახიძეს დიტო სამხარაძის გინება ჩაურთო
- ღუდუშაური მოქალაქეს: შე ჩმორო, შენი დედას შევე*ი
- ოცნების დეპუტატი: არ გამოდის ოჯახი მამაკაცისა და ქალის გარეშე
- საკრებულოში ოცნების დეპუტატი: ღირსებით, გაუ*იმავი კაცებით ვივლით ევროპისკენ