ეთიოპიის ავიახაზების თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.
ბოინგ 737-ში 149 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი იმყოფებოდა. ავიაკომპანიის განცხადებით არავინ გადარჩენილა.
ქვეყნის პრემერმინისტრმა Twitter-ის გვერდზე გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
ბოინგი აბუ დაბიდან კენიის დედაქალაქ ნაირობისკენ მიფრინავდა. ის ქალაქ ბიშოფტუს სიახლოვეს ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. რეგიონში სამძებრო და სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.