ყველამ ვიცით, რომ მანქანის ღვედი ადამიანებს სიცოცხლეს უნარჩუნებს, თუმცა ბევრი "კომფორტული" მგზავრობისთვის მას არ იკეთებს.
ახალ ზელანდიაში, წელიწადში 90 ადამიანი იმის გამო იღუპება, რომ ავარიისას ღვედი არ ეკეთა. ეს რიცხვი აშშ-ში 2500-მდე იზრდება.
ამასთან საბრძოლველად, ახალი ზელანდიის ტრანსპორტის სააგენტო და Clemenger BBDO Wellington-ი ღვედის მეშვეობით გადარჩენილებს დაუკავშირდა.
ასობით ადამიანი ჩაერთო კამპანიაში, ისინი თავიანთ ისტორიებს ყვებოდნენ, საბოლოოდ, ყველაზე მძიმე რამდენიმე ავარიის ამბავი აირჩიეს.
“ვიმედოვნებთ, ეს სიმართლე ჩვენს აუდიტორიას ღვედის ტარებისკენ უბიძგებს,"- წერენ ორგანიზატორები.